წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის წოდება პროკრედიტ ბანკმა მოიპოვა

„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ბიზნეს სექტორისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვა CSR მიმართულებით.

წარმატებასთან ერთად, მიღებული ჯილდო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს მომხმარებლების წინაშე, რათა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა და გაწეული ფინანსური მომსახურება იყოს მაღალი ხარისხის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი“ - განმარტავს პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსი მატუა.

სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსის - „მელიორას“ მთავრი პრიზი პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებს დომინიკა სკუბიდამ, საქართველოში ევროკავშირის ატაშემ 12 დეკემბერს ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა. პროკრედიტის საკონკურსო განაცხადი შეფასებული იყო დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელიც შედგებოდა 12 უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ისრაელი, სლოვაკეთი, ავსტრია, შვედეთი, დანია, გერმანია და აშშ) და 23 ადგილობრივი წევრისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და აკადემიურ წრეებს. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 38 კომპანია 71 CSR პროექტით. წლის პასუხიმგებლიანი ბიზნესის წოდება ოთხ ძირითად შეფასებით კრიტერიუს მოიცავდა:

  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
  • პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ
  • პასუხისმგებლობა ბაზარზე
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა

„მელიორა“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის “ ფარგლებში განხორციელდა. ეროვნული მასშტაბის კონკურსი უკვე მეორე წელია წარმატებით ტარდება. კონკურსის მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციაა. ასევე კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.

(R)