შეთანხმება მიღწეულია - Fiat Chrysler და Peugeot Citroen გაერთიანდნენ

ამერიკულ-იტალიური კონცერნი Fiat Chrysler Automobiles (FCA) და ფრანგული საავტომობილო გიგანტი PSA Peugeot Citroen სრულად შერწყმაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. გარიგების მოცულობამ 50 მილიარდი დოლარი შეადგინა.

შერწყმის დასრულება მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდება. ამის შემდეგ კი კონცერნი გახდება მსოფლიოში რიგით მეოთხე, ყველაზე მსხვილი საავტომობილო კომპანია მსოფლიოში Volkswagen Group–ს, Toyota–სა და Renault-Nissan-Mitsubishi–ის ალიანსის შემდეგ.

ის რომ, კომპანიები აპირებდნენ შერწყმას, ცნობილი ჯერ კიდევ შემოდგომაზე გახდა. დეტალების მიხედვით, დირექტორთა საბჭოში 11 ადამიანი შევა 5-5 FCA და PSA -გან და დამატებით – 1 გენერალური დირექტორი ფრანგული კომპანიიდან კარლოს ტრავარესი, რომელიც ამ გაერთიანებული კომპანიის ხელმძღვანელი იქნება პირველი 5 წლის განმავლობაში.

როგორც მოსალოდნელია, ამ შერწყმის შედეგად კომპანიები შეძლებენ ეკონომიას ახალი მოდელების წარმოებაზე, მათ შორის, ერთობლივად მუშაობისა და პლატფორმების უნიფიკაციის შედეგად. წინასწარი პროგნოზით, მოგება ამ დანაზოგიდან 3,7 მილიარდი დოლარი იქნება, ამასთან, კომპანიები პირობას იძლევიან, რომ არ მოხდება თანამშრომელთა შემცირება.

წინასწარი გეგმის მიხედვით, ახალი ალიანსი წლიურად შეძლებს 8,7 მილიონი ავტომობილის წარმოებას. კონცერნის შემადგენლობაში 16 ბრენდი შევა, მათ შორის, ქარშეარინგის კომპანია Free2Move და აქსესუარების მწარმოებელი Mopar-იც. ჯამურად, კონცერნის შემოსავლები 170 მილიარდი ევრო იქნება.

კოკა კვირკველია