ევროკავშირში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 11 თვეში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 752.3 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.2 პროცენტით მეტია.

იმპორტის მოცულობამ 2 087.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7.4 პროცენტით ნაკლებია.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 839.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით ჩამორჩება.

რაც შეეხება, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 794.9 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 21.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

იმპორტის მოცულობა 2 173.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11.3 პროცენტით ნაკლებია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 968.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია.

ლიკა ამირაშვილი