13.4 მილიარდი ლარი - მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-მდე გაიზარდა

2018 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებული 9,1%-იანი კლების შემდეგ, 17,1%-მდე გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი მშენებლობაში - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელში. გარდა მშენებლობისა, 2019 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 13 446.5 მლნ ლარი შეადგინა, 5.8 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, მშპ-ს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 3 611.3 მლნ ლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდში 3 177.5 მლნ ლარს უდრიდა.

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

  • ხელოვნება, გართობა და დასვენება, 19.9 პროცენტი
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია, 18.2 პროცენტი
  • მშენებლობა, 17.1 პროცენტი
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, 9.8 პროცენტი
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 9,1%
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები, 8.1 პროცენტი.
  • განათლება, 6.3 პროცენტი.
  • დამამუშავებელი მრეწველობა, 4.9 პროცენტი
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, 3.8 პროცენტი.

კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • სამთომოპოვებით მრეწველობაში -2.2 პროცენტი
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში -2.2 პროცენტი
  • სახელმწიფო მმართველობის და თავდაცვის, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების დარგში -4.0 პროცენტი

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა 14.3 პროცენტით და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 10.9 პროცენტით. შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.8 პროცენტი), მშენებლობა (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (5.2).