ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყველა იწყებს ფიქრს, რა აჩუქოს საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს, ნათესავს, მეგობარს ან უბრალოდ, თანამშრომელს. თუმცა, ხშირად ეს პროცესი ძალიან დიდ დროსა და ათას თავსატეხთან ასოცირდება. მით უმეტეს, თუ საჩუქარს საქმიანი ადამიანებისთვის არჩევთ.
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ 5 საახალწლო საუკეთესო საჩუქარს საქმიანი ადამიანებისთვის:
1. სამაგიდო კალენდარი 2020 - ეს არის კალენდარი, რომელშიც მოცემულია ცნობილი ბიზნესპერსონებისა და ავტორების გამონათქვამები ლიდერობაზე, პერსონალურ განვითარებასა და პროდუქტიულობაზე. სამაგიდო კალენდარი 2020 შეუცვლელი აქსესუარია ნებისმიერი ტიპის სამუშაო სივრცისთვის.
2. „გაიმარჯვებს ის, ვინც გაბედავს!“ - ეს არის დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინის ბლოკნოტი. საქმიან ადამიანებს სურთ, მუდმივად შეეძლოთ თავიანთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანი აქსესუარის თან ტარება. რაც, თავის მხრივ, საშუალებას აძლევთ, არ გამორჩეთ არცერთი დეტალი და მუდმივად მოინიშნონ მნიშვნელოვანი საკითხები. ეს ნამდვილად კარგი საჩუქარია ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის.
3. „გადადგი ნაბიჯი ბედნიერებისკენ!“ - იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე სამყაროს ტემპი ყოველდღიურად ჩქარდება, ჩვენ მიმართ მოთხოვნებიც იზრდება: უნდა მიაღწიო მეტს, იყო უკეთესი და უფრო შრომისმოყვარე. ამ ყოველივეს ფონზე, ხშირად გვავიწყდება, რომ აუცილებელია ვფლობდეთ სულიერ სიმშვიდეს და ვიყოთ ბედნიერები. როდესაც ბედნიერი ხარ, ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს. წიგნში მოცემული რჩევებითა და აქტივობებით, თქვენი საჩუქრის ადრესატი შეძლებს, რომ ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატაროს, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადოს.
4. ლაურა მილნეს "როგორ დავისვენოთ" - თუ თქვენს ადრესატს დატვირთული რეჟიმი აქვს, შესაძლოა, სრული განტვირთვის იდეა არარეალურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ თუ არ სცადა, ვერასოდეს გაიგებს, რომ ეს იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე ჰგონია. დასვენება აუცილებლად უნდა ისწავლოს! და ეს თქვენი საჩუქრის წყალობით. წიგნში მოცემულია ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობა, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაეხმარება!
5. დაიწყე ახალი წელი ახალი მიზნებით! - ეს არის „საქმიანი დღიური“, რომელიც თქვენი საჩუქრის ადრესატს დაეხმარება, რომ ყოველდღიური საქმიანობა დაგეგმოს და მიზნების მიღწევას შეუდგეს. შეიძლება ითქვას, რომ საქმიანი დღიური ახალი წლის აუცილებელი აქსესუარია.