ევროკავშირი 2020 წელს 30 000-ზე მეტ ლტოლვილს მისცემს თავშესაფარს

ევროკომისიის ცნობით, ის ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს იმ ქვეყნებს, რომლებიც 2020 წელს კოლექტიური განცხადების საფუძველზე 30 000-ზე მეტ ლტოლვილს მიიღებენ.

ევროკომისიის განცხადების მიხედვით, ქვეყნები, რომლებიც ლტოლვილებს მიიღებენ, თითოეულ მიღებულ ლტოლვილზე 10 000 ევროთი დაფინანსდებიან.

ევროკავშირი ლტოლვილების მიღების დროს პრიორიტეტს თურქეთს, ლიბანს, იორდანიას და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს მიანიჭებს. განცხადების მიხედვით, 2020 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნები 30 000 ლტოლვილს მიიღებენ.

შეგახსენებთ, 2015 წელს ევროკომისიამ განაცხადა, რომ წევრ ქვეყნებში მოხდებოდა 160 000 ლტოლვილის კვოტირების სისტემით დასახლება, თუმცა ამ გეგმას ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი ეწინააღმდეგებიან.