ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არევის და დესტაბილიზაციის მცდელობები არ განხორციელდეს და არანაირი ზემოქმედება არ იქონიოს დესტრუქციულმა დღის წესრიგმა ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. თურნავამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მესამე კვარტლის დაზუსტებულ სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ძალიან პოზიტიური შედეგები აქვს.
„გამოქვეყნდა მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკური ზრდის მესამე კვარტლის დაზუსტებული სტატისტიკა. ძალიან პოზიტიური შედეგები გვაქვს. ზრდა მესამე კვარტალში შეადგენს 5.8 პროცენტს, ეს იმაზე უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენ ველოდით. ასევე იცით, რომ ნოემბერში ექსპორტი გაიზარდა 25 პროცენტით და კვლავაც ექსპორტი რჩება ყველაზე ძლიერ გამწევ ძალად ჩვენი ეკონომიკური ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოწვევები გვაქვს ქვეყნის შიგნით, მცდელობა ქვეყნის არევის, მცდელობა დესტაბილიზაციის, ჩვენი მთავრობა, ეკონომიკურ გუნდი, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არევის და დესტაბილიზაციის მცდელობები არ განხორციელდეს და არანაირი ზემოქმედება არ იქონიოს დესტრუქციულმა დღის წესრიგმა ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებაზე. განვითარდეს ეკონომიკა, განვითარდეს ბიზნესი, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენ ჩვენი გეგმების მიხედვით მივაღწიოთ უფრო მეტ კეთილდღეობას მოსახლებისთვის",- განაცხადა თურნავამ.