პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის, 1 წელიწადში ხელფასის სახით 61 877 ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ 2019 წლის 13 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გია ვოლსკი ფლობს: 75, 93,2 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 1990 წელს გადაფორმების ხელშეკრულებით გადაეცა; ასევე, 2003 წელს შეძენილ 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონში და ამავე ტერიტორიაზე 82 კვ. მ ფართობის სახლს, რაშიც ჯამში, 5000 აშშ დოლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, გია ვოლსკის მეუღლეს 2019 წელს მემკვიდრეობით გადაეცა სახლი თბილისში, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გია ვოლსკი ასევე ფლობს, 2017 წელს 7000 აშშ დოლარად შეძენილ მსუბუქ ავტობმობილს - 2012 წლის Toyota Prius V WO656LF.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:
„თიბისი ბანკის“ ჩემი სფეისი - 369,75 ევროს, 525,73 დოლარს;
„ბანკი ქართუს“ სახელფასოზე - 12418,57 ლარს, მიმდინარეზე - 69,83 ლარს.
დეკლარაციის მიხედვითვე, გია ვოლსკიმ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობისთვის 61877 ლარი მიიღო.