"ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ"

ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, „უნდა ველოდოთ პოზიტიურ ტენდენციას ამ მიმართულებით".

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რაც იქნა მიღებული ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის მიერ, რაც შეეხებოდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ჩვენ უნდა ველოდოთ მხოლოდ პოზიტიურ ტენდენდენციას ამ მიმართულებით. ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება, რა თქმა უნდა, გარკვეული მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, რადგან თავისუფალი მცურავი სავალუტო კურსი გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.