საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის. ეს დღესასწაული საერთო მხიარულებასთან, ბედნიერებასთან და საჩუქრებთან ასოცირდება, რომელთა შერჩევასაც ყველა განსაკუთრებული ყურადღებით ცდილობს.
საჩუქრების შერჩევის პროცესი უფრო სასიამოვნო ხდება, როცა სასურველ ნივთებს თითქმის განახევრებულ ფასად გვთავაზობენ. სწორედ ასეთი საახალწლო ფასდაკლება დაიწყო წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“, სადაც წიგნები, საკანცელარიო ნივთები და საახალწლო აქსესუარები 20%-50%-იანი ფასდაკლებით არის წარმოდგენილი.
„ბიბლუსის“ მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი მხატვრული, საბავშვო თუ ბიზნეს ლიტერატურა განსაკუთრებულ ფასად და საჩუქარი გაუკეთონ როგორც საკუთარ თავს, ასევე საყვარელ ადამიანებს.
ფასდაკლებული წიგნები მოიცავს ისეთი ცნობილი ავტორების ნაწარმოებებს, როგორიც არის ხალედ ჰოსეინი, ფრედერიკ ბეგბედერი, სტივენ კინგი, ჯერომ სელინჯერი. ასევე, 50%-მდე ფასდაკლებულ წიგნებში შეხვდებით უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხით გამოცემულ კერძების რეცეპტების წიგნებს, რომელთაც ორიგინალური გაფორმება აქვთ და რაც მთავარია, პატარების საყვარელ საკანცელარიო აქსესუარებსა და „თოვლის გუნდას“ თემატიკაზე შექმნილ უამრავ წიგნსა თუ სათამაშოს.
წიგნებთან ერთად, მაღაზიებში წარმოდგენილია საახალწლო აქსესუარები: ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუები, ნაძვის ხის ბურთები, აქსესუარები და განათებები, სუფრის დეკორაცია, საახალწლო ჭურჭელი და ფუმფულა საახალწლო სათამაშოები, რომელიც ყველა ჩვენგანი საშობაო კუთხეს დაამშვენებს.
აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსში“ წარმოდგენილია საახალწლო აქსესუარების ფართო ასორტიმენტი, რომელიც თითქმის სრულად ფასდაკლებულია. „ბიბლუსში“ შეგვიძლია, საყვარელი ადამიანებისთვის უფრო მეტი საჩუქარი შევარჩიოთ და ჩვენი საახალწლო კუთხეც უფრო შთამბეჭდავად მოვაწყოთ.
აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში გველოდება და ის ახალი წლის ჯადოსნურ დღესასწაულამდე გაგრძელდება!