გერმანულ კონცერნ Daimler-ში შემავალი კომპანია Mercedes-Benz USA (MBUSA) ამერიკის ტრასებზე უსაფრთხოების მარეგულირებელი ეროვნულ სამმართველოს პრეტენზიის დარეგულირებაზე შეუთანხმდა. ამის მიხედვით, კონცერნი მზადაა 20 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
როგორც ტრანსპორტის სამინისტროში შემავალი სამმართველო აღნიშნავს, ჯარიმის მიზეზი გახდა კომპანიის ხელმძღვანელობის საქციელი შტატებში ავტომობილების გაწვევის დროს. სამმართველო აზუსტებს, რომ MBUSA-ს შეექმნა პრობლემა „ადეკვატურობასთან“, რა დროსაც მან დროულად არ გააფრთხილა მფლობელები ავტომობილებში აღმოჩენილი დეფექტის თაობაზე, ასევე თავად პროდუქციის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის გამო.
სავალდებულო გადასახადის მოცულობამ 13 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო დამატებით 7 მილიონის გადახდა კომპანიას მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნებს.