Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ის ბლოგერები დაასახელა

ამერიკულმა გამოცემამ Forbes-მა YouTube-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბლოგერების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

წლევანდელ რეიტინგშიც, როგორც გასულ წელს, პირველ ადგილს იკავებს 8 წლის ამერიკელი რაიან კაჯი, რომლის არხმა Ryan's World მას ბოლო 1 წლის განმავლობაში 26 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. მეორე ადგილზეა ამერიკული იუმორისტული ბლოგი Dude Perfect, რომელმაც ერთ წლის განმავლობაში 20 მილიონის მოგროვება შეძლო, ხოლო მესამე პოზიციაზე 5 წლის რუსი ანასტასია როზდინსკაიაა, რომლის არხმა Like Nastya 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს გოგონა მშობლებთან ერთად ფლორიდას შტატში ცხოვრობს და მის არხს უკვე ჰყავს 15 მილიონი ხელმომწერი. ამ YouTube-ბლოგერის სპონსორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Dannon და Legoland.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე არის დუეტი Rhett and Link, რომლებმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში 17,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, ხოლო 17 მილიონის შემოსავლით ლიდერთა ხუთეულს კრავს ჯეფრი სტარი.

კოკა კვირკველია