თიბისი ბანკის ჯგუფის (PLC) შვილობილმა ქართულმა ონლაინ შოპინგის პლატფორმამ უზბეკეთში პირველი გაყიდვების სტენდი გახსნა, სადაც Vendoo მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტის განვადებით შესაძენად სამომხმარებლო სესხს სთავაზობს.
უზბეკეთში მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ელექტრონიკა და ავეჯი ვენდუს განვადებით შეიძინონ.
იანვრის ბოლომდე ვენდუს გაყიდვების ქსელი კიდევ გაფართოვდება და 15 ახალი გაყიდვების სტენდი დაემატება. ხოლო 2020 წლისთვის, უზბეკეთში 50-მდე ასეთი ლოკაცია იქნება.