რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთისგან - TOP-5 პროდუქტი

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ჩინეთი მე-3 პოზიციას იკავებს, სავაჭრო ბრუნვამ კი აღნიშნულ პერიოდში 982.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პროდუქტები, რომელიც ჩინეთიდან შემოგვაქვს, ჩამონათვალში ლიდერობს:

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 28 148.800 აშშ დოლარი;
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 21 680.000 აშშ დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები (ახალი) - 19 487.100 აშშ დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 19 042.400 აშშ დოლარი;
  • აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 17 523.300 აშშ დოლარი.

რაც შეეხება პროდუქტებს, რაც საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე გადის ლიდერობს:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 149 806.400 აშშ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 17 050.200 აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 11 636.500 აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 3 255.800 აშშ დოლარი
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი და სხვა სანელებლები - 2,844.600 აშშ დოლარი

ლიკა ამირაშვილი