2019 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.5 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1.6 პროცენტი). ამასთან, ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე დაფიქსირდა ფასების კლება (-2.7 პროცენტი).
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: