თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, იანვარში წეროვანში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დასრულდება.
როგორც მინისტრმა საქმიანობის 100 დღის შეჯამების პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ პროექტის ფარგლებში ამერიკის მთავრობამ 5 მილიონ დოლარამდე გამოყო.
„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად წეროვანში იანვარში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას დავასრულებთ. ეს იქნება რეგიონში უნიკალური კომპლექსი, რომელიც თანამედროვე სამკურნალო-სარებალიტაციო და ადაპტირებული ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამ პროექტის ფარგლებში ამერიკის მთავრობამ გამოყო 5 მილიონ დოლარამდე და მილიონი ლარი ჩვენი უწყების მხრიდან იქნა გამოყოფილი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.