2019 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 83,557 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 4,329 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,302 მლნ ლარით ნაკლებია.
კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში ბანკების წმინდა მოგება 89,859 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერში - 87,887 მლნ იყო.
საერთო ჯამში, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკებმა 821,616 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,001 მლნ ლარით მეტია, 2018 წლის 11 თვეში ბანკების მოგებამ 795,615 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, მიმდინარე წლის ნოემბერში, ბანკების შემოსავლებმა 394,811 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 305,197 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,833 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 50,751 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 30,477 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ბანკებმა 5,554 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
საერთო ჯამში, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკებმა 821,616 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.