გამოცემა Bright Side გვთავაზობს 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ახალბედა და გამოუცდელი მოგზაურები ყველაზე ხშირად უშვებენ. ისინი დამწყებ მოგზაურებს ურჩევენ, გაითვალისწინონ მოგზაურობისათვის აუცილებელი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები.
შეცდომა №1 - საცხოვრებლის გარეუბანში აღება
მოგზაურობისას ძალიან ბევრი ახალბედა ტურისტი ცდილობს ბინა გარეუბანში იქირაოს და ამით ფული დაზოგოს. თუმცა, ქალაქის ცენტრში გასავლელად და ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად მათ ტრანპორტისა ან ტაქსის გამოყენება დღეში მინიმუმ ორჯერ უწევთ. შედეგად კი ჯამში დაახლოებით იგივე თანხას ხარჯავენ, რასაც საცხოვრებლის ცენტრში აღების შემთხვევაში გადაიხდიდნენ.
შეცდომა №2 -ფულის დახარჯვა იმაში, რაც უფასოდ შეგვიძლია მივიღოთ
გამოცემა გვირჩევს არ დავხარჯოთ ფული იმაში, რისი მიღებაც ისედაც უფასოდ შეგვიძლია. მაგალითად, ქალაქის ტურებში ფულის დახარჯვის ნაცვლად საფეხმავლო ტურები ინტერნეტში მოვძებნოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ საცხოვრებელში ფულის დახარჯვა არ გსურთ, სჯობს Сouchsurfing-ის მეშვეობით ადგილობრივ მასპინძელთან დარჩეთ. ამასთანავე, შეგიძლიათ წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია და გაიგოთ, თუ როდისაა კონკრეტულ მუზეუმებში შესვლა უფასო.
შეცდომა №3 - არ ენდოთ მომხმარებელთა შეფასებებს
ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა, რასაც მოგზაურები ხშირად უშვებენ, არის მომხმარებლების შეფასების მიხედვით სასტუმროსა თუ რესტორნის შერჩევა. გაითვალისწინეთ, რომ მათი შეფასებები კონკრეტული მომენტისა და განწყობის შესაბამისია. ასე რომ, ნუ ენდობით მსგავს შეფასებებს.
შეცდომა №4 - ნუ წაიღებთ ბევრ ნივთს
შემდეგი რჩევაა - ნუ წაიღებთ ბევრ ნივთს სამოგზაუროდ, რადგან დიდი ალბათობით მათ ნახევარს მაინც არ გამოიყენებთ. თანაც ბევრმა ბარგმა მოგზაურობისას შესაძლოა, დისკომფორტი შეგიქმნათ. ამიტომ გირჩევთ ბარგის ჩალაგებამდე კარგად დაფიქრდეთ და მხოლოდ ის ნივთები წაიღოთ, რომლებიც ნამდვილად დაგჭირდებათ.
შეცდომა №5 ნუ წაიღებთ მხოლოდ ნაღდ ფულს ან მხოლოდ ბარათს
მოგზაურების ნაწილს გამგზავრებისას თან მხოლოდ საკრეტიდო ბარათი ან მხოლოდ ნაღდი ფული მიაქვს, რის გამოც ხშირად პრობლემები ექმნებათ. მაგალითად, შესაძლოა, თქვენი ბანკი დროებით მიუწვდომელი იყოს და გადახდა ვერ შეძლოთ, ან გადახდა მხოლოდ საკრეტიდო ბარათით იყოს შესაძლებელი. ამიტომ გირჩევთ მოგზაურობისას ორივე თან გქონდეთ.
შეცდომა № 6 - ნუ შეგეშინდება უცხო ხალხთან დალაპარაკების
მოგზაურობის ნაწილი მხოლოდ იმ ხალხთან ცდილობს კომუნიკაციას, ვისთან ერთადაც სამოგზაუროდ მიდის. თუმცა, გაითვალისწინეთ ადგილობრივები ყოველთვის კეთილგანწყობილები არიან ტურისტების მიმართ და მათთან გამოლაპარაკებით ბევრ საინტერესოს გაიგებთ. ამასთანავე, შეიძენთ ახალ ნაცნობებს მთელი მსოფლიოდან.
შეცდომა №7- ნუ ეცდებით ყველაფრის ნახვას
შემდეგი შეცდომა, რასაც მოგზაურები ხშირად უშევებენ, არის დროის მაქსიმალურად გამოყენებისა და ყველაფრის ნახვის სურვილი. ამ დროს ისინი ახალი ადგილების აღმოჩენით სიამოვნების მიღებას ვერ ახერხებენ და დასვენების ნაცვლად, პირიქით იღლებიან. ამიტომ გირჩევთ ტემპი შეანელოთ და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება სეირნობით.
შეცდომა № 8- ნუ წახვალთ სამოგზაუროდ ტურისტული სეზონის დროს
მოგზაურების უმეტესობა ახალი ადგილების აღმოსაჩენად არდადეგების დროს, ზაფხულში მიდის. თუმცა, ამ დროს პოპულარული ტურისტული დანიშნულებები გადაჭედილია ხალხით და შესაძლოა, მათი ნახვა ნორმალურად ვერც შეძლოთ. ამიტომ გაირჩევთ სამოგზაროდ ნაკლებად „ცხელი“ სეზონის დროს წახვიდეთ.
შეცდომა № 9 - წინასწარ ბილეთების არყიდვა
ალბათ, არაერთხელ გინახავთ უზარმაზარი რიგები ლუვრისა თუ საგრადა ფამილიას შესასვლელთან. ხშირ შემთხვევაში რიგები რამდენიმე საათი გრძელდება. ამიტომ გირჩევთ მუზეუმის ბილეთები წინასწარ, ონალინ შეიძინოთ და სასურველ ადგილას დაბრკოლების გარეშე შეაღწიოთ.
შეცდომა №10- ნუ დახარჯავთ ფულს სუვენირებში
შეცდომა, რომლესაც თითქმის ყველა ახალბედა მოგზაური უშვებს, არის უამრავი ფულის დახარჯვა სუვენირებში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფრის ყიდვას მაინც ვერ შევძლებთ და რაღაცაზე გული მაინც დაგვწყდება. გამოცემა გვირჩევს სუვენირების ნაცვლად flea market-ს (ძველმანების ბაზრობას) ვეწვიოთ, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო ნივთს გადააწყდებით.