ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას, დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდ KEDARIVENTURES.COM-სა და EBG.GE-ს შორის საპარტნიორო შეთანხმების მემორანდუმს ხელი მოეწერა.
დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის, KEDARI VENTURES-ს ხელმძღვანელმა მემორანდუმის გაფორმებამდე ელექტრონული კომერციის ეკოსისტემა წარმოადგინა და სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ ფონდი აღნიშნული სისტემის შენებაზე აქტიურად მუშაობს.
„სწორედ ამ ეკოსისტემის შენების ნაწილია ebg.ge-ის შემომატება ჩვენს პორტფელში, ჩვენს ოჯახში. მინდა ვისაუბრო ამ ელექტრონული კომერციის ეკოსისტემაზე, რომელსაც ვავითარებთ ჰოლდინგის ირგვლივ. მინდა, შევეხო სიახლეს, რომ ეშვება ახალი პროექტი price.ge.
ასევე, ვხდებით თანაბარი უფლებების მქონე პარტნიორები შპს „ელექტრონულ კომერციასთან“ - რომელიც ebg.ge-ის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად უმარტივებს მომხმარებლებს ცხოვრებას", - განაცხადა ანი სირბილაძემ.
ღონისძიების დასასრულს მემორანდუმს ხელი „კედარი ვენჩერსის" დირექტორმა, ანი სირბილაძემ და ebg.ge-ს წარმომადგენელმა, ირაკლი ვეკუამ მოაწერეს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო სიახლეები, „KEDARI VENTURES” -ში შემავალი სხვა პროექტების შესახებაც: Ebg.ge, translate.ge, price.ge, wedder.ge, RugbyStore.ge.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურებისა და წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.