Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია

2019 წელი სმარტფონების ინდუსტრიაში ყოველთვის დარჩება გარდამტეხ პერიოდად, ეს არის წელი, როდესაც Samsung-მა წარმოგვიდგინა მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold-ი.

კომპანია სამსუნგი დრეკადი ეკრანის ტექნოლოგიაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ზუსტად 2019 ში მოხდა პირველი „მატერიალიზაცია“, ფართო მასებისთვის გახმაურებული პრეზენტაცია, შემდგომ გაჯეტის დახვეწა და მასიურ წარმოებაში ჩაშვება.

დაკეცილ მდგომარეობაში Galaxy Fold ჩვეულებრივი 4.6 ინჩიანი სმარტფონია, მაგრამ გადაშლი და ეკრანის პარამეტრები სრულიად იცვლება და თქვენს წინაშე წარსდგება 7.3 ინჩიანი, უზარმაზარი Dynamic AMOLED ეკრანი. სწორედ ეს არის დასაკეცი სმარტფონის იდეა და მომავლის ხედვაც: პატარა კომპაქტური სმარტფონის, რომლის ტარებაც ჯიბით შეგიძლიათ, მინი ზომის ტაბლეტად გადაქცევა. თქვენ თავად განსაჯეთ, რაოდენ უცხო და განსხვავებულ შეგრძნებებთან შეიძლება ასოცირდებოდეს ასეთი მოწყობილობის ყოველდღიური მოხმარება. იგი იდეალურია მულტიმედია კონტენტისთვის, გეიმინგისთვის, წიგნის წასაკითხად თუ ფილმების საყურებლად.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს ჰქონდათ მცდელობა შეექმნათ მსგავსი ტიპის მოწყობილობები, თუმცა უმეტესი მათგანი მხოლოდ პროტოტიპის ფაზაში დარჩა. სისტემურად და ტექნიკურად Galaxy Fold-ის მსგავად დაბალანსებული დასაკეცი სმარტფონი ამ მომენტისთვის უბრალოდ არ არსებობს. ეს არის პრემიუმ მოწყობილობა, უძლიერესი პროცესორით, 6 კამერიანი „სეთაფით“ და ინოვაციური ფორმ-ფაქტურით, რომლის მსგავსიც არასდროს გვინახავს.

ცნობისათვის, Galaxy Fold-ი სამსუნგის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ლიმიტირებული რაოდენობით შემოიტანა საქართველოში და მისი შეძენა მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, სამუნგის პარტნიორ მაღაზიებში „ალტასა“ და „ელიტ ელექტრონიქსში“ იქნება შესაძლებელი. Galaxy Fold-ის გაყიდვა დღეს, 20 დეკემბერს 13:00 საათზე დაიწყება.

აქვე შეგახსენებთ, სამსუნგის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან და მიიღოთ უამრავი სარგებელი, მათ შორის: ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება, ოფიციალური გარანტია, ადგილობრივ ქსელებთან სრული თავსებადობა, გარანტირებულად ახალი და ორიგინალი პროდუქტი, დამატებით აქციებში ჩართვის შესაძლებლობა (Trade-In, უსაზღვრო ეკრანის გარანტია, ა.შ).

(R)