ჰაკერებმა Facebook-ის 267 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები ინტერნეტით გაავრცელეს. შედეგად მილიონობით მომხმარებლის სახელები და ტელეფონის ნომრები ინტერნეტში თავისუფლად არის ხელმისაწვდომი.
ჰაკერების მსხვერპლის უმეტესობას აშშ-ის მოქალაქეები შეადგენენ.
მომხდარი ფაქტი Facebook-ის ადმინისტრაციამ უკვე დაადასტურა. მათი თქმით, კიბერთავდასხმის უკან სავარაუდოდ, ვიეტნამელი ჰაკერები დგანან.
კომპანიის უსაფრთხოების მკვლევარმა ბობ დიაჩენკომ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში Facebook-ზე თავდასხმები საკმაოდ გახშირდა, რის გამოც ისინი სოციალური ქსელის უსაფრთხოებას მუდმივად აძლიერებენ.