ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, სადაც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას, დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდ „KEDARIVENTURES.COM”-სა და „EBG.GE”-ს შორის საპარტნიორო შეთანხმების მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება მიმდინარეობს, "კედარი ვენჩერსის" დირექტორმა ფონდთან პარტნიორობის მიზეზებზე ისაუბრა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას, დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდ „KEDARIVENTURES.COM”-სა და „EBG.GE”-ს შორის საპარტნიორო შეთანხმების მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება მიმდინარეობს.
დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის, KEDARI VENTURES-ის დირექტორმა ანი სირბილაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა თემაზე - "რატომ ჩვენთან ერთად" და ჩამოთვალა მიზეზები, თუ რატომ უნდა გახდნენ კომპანიები საინვესტიციო ფონდ "კედარი ვენჩერსის" პარტნიორები.
"პალიტრა მედიას" 24-წლიანი წარმატების ისტორია აქვს 20-ზე მეტი შემდგარი კომპანიით და 40-ზე მეტი ციფრული პლატფორმით სხვადასხვა სფეროში. მაგალითისთვის, შემიძლია მოვიყვანო ის ადგილი, სადაც წლების განმავლობაში არაფერი ხდებოდა და სადაც 3000-მდე სტუდენტი სწავლობს, ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ გვაქვს პარტნიორობის სანდო, სტაბილური და პოზიტიური გამოცდილება, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი და მოტივირებული გუნდი, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, როგორ იზეიმოს წარმატება და როგორ მიიღოს გაკვეთილი წარუმატებელი ნაბიჯებისგან; იმიტომ, რომ აქ არის ბრენდის ზრდისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა და მარკეტინგისა თუ სოციალური მედიის უპრეცედენტო მხარდაჭერა", - აღნიშნა "კედარი ვენჩერსის" ხელმძღვანელმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია სიახლეები „KEDARI VENTURES” -ში შემავალი სხვა პროექტების შესახებაც: Ebg.ge, translate.ge, price.ge, wedder.ge, RugbyStore.ge. ღონისძიებას ესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურებისა და წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.