8 ყველაზე რომანტიული ადგილი მათთვის, ვისაც მარტო მოზაურობა იზიდავს

ადამიანების უმეტესობა სამოგზაუროდ მეგობრებთან ან მეორე ნახევართან წასვლას არჩევს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მარტო მოგზაურობას ანიჭებენ უპირატესობას. ამ შემთხვევაში მათ არ უწევთ სხვისი აზრის გათვალისწინება და ისე გეგმავენ მოგზაურობას როგორც თავად სურთ. გამოცემა Lonely Planet წარმოგიგენთ 8 ყველაზე რომანტიულ ადგილი მათთვის, ვისაც მარტო მოზაურობა იზიდავს.

ამალფის სანაპირო, იტალია

თუ მოგზაურობა წყნარ და მშვიდ ადგილას გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ იტალიის სამხრეთში მდებარე ამალფის სანაპიროს. აქ თქვენ საშუალება გაქვთ მარტომაც ძალიან კარგად დაისვენოთ და იტალიის ულამაზესი ხედებითაც დატკბეთ.

კუსკო, პერუ

თუ გსურთ არდადეგები ხეტიალში გააატაროთ და ინკების ცივილიზაციის იდუმალი ქალაქი მაჩუ-პიკჩუ ნახოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ქალაქ კუსკოს. ამასთანავე, სამხეთ ამერიკის ამ ულამაზეს ქვეყანაში შესაძლებლობა გაქვს ცისარტყელას მთები ნახოთ, რომელიც მილიონობით ტურისტს იზიდავს.

ბალი, ინდონეზია

ინდონეზია ულამაზესი სანაპიროებითა და ეგზოტიკური კულტურით უამრავ ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. თქვენ აქ წყნარ გარემოში დასვენებასა და ინდონეზიის კუნძულების ხედების დათვალიერებას შეძლებთ.

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი მარტოდმარტო მოგზაურობისთვის ნამდვილ თავგადასავალს წარმოადგენს. ქალაქის ისტორიული ნაწილებისა და მუზეუმების მონახულების გარდა თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ცნობილი ფრანგული ღვინო დააგემოვნოთ. თანაც პარიზში ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის და შეგიძლიათ ახალი საინტერესო ნაცნობები შეიძინოთ.

ბუენოს-აირესი, არგენტინდა

ბუენოს-აირესი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია. ის ცნობილია აქტიური ცხოვრებით, მუსიკალური ფესტივალებითა და ქვეყნის სავიზიტო ბარათით- არგენტინული ტანგოთი. ამასთანავე, თქვენ ბუენოს-აირესის სანაპიროზე დასვენებასა და ახალი მეგორების გაჩენას შეძლებთ.

ქვინსთაუნი, ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის ქალაქ ქვინსთაუინს ხშირად მსოფლიოს გართობის დედაქალაქსაც უწოდებენ. აქ უამრავი საინტერესო ბუნებრივი ძეგლის, სალაშქრო ადგილის და აქტიური ღამის ცხოვრების ნახვის საშუალება გაქვთ. ამასთანავე, ახალი ზელანდია ცნობილია სპორტის ისითი ექსტრემალური სახეობებით როგორებიცაა სქაიდაივინგი და ბანჯიჯამფინგი.

სტოკჰოლმი, შვედეთი

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს ხშირად ჩრდილოეთის ყველაზე ლამაზ ქალაქს უწოდებენ, სადაც კუნძულებზე გაშენებული ქალაქისა და უამრავი ისტორიული შენობის ნახვას შეძლებს. ამასთანავე, შვედები განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან და CouchSurfing-ის მეშვეობით ისინი უპრობლემოდ გიმასპინძლებენ.

მაიამი, აშშ

მაიამი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია, სადაც უმარავი ტურისტი ჩამოდის. მაიმიში ყოველწლიურად ათობით ფესტივალი იმართება. აქ თქვენ გართობასა და ქვიშაინ სანაპიროებზე დასვენებას შეძლებთ.

ბექა ბერიაშვილი