როგორ გამოიყურება ლეონარდო დიკაპრიოს კერძო კუნძული და როდის აპირებს ის კურორტის გახსნას (+ფოტო)

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო კარიბის ზღვაში, ბელიზთან ახლოს კუნძულს Black Caye-ს ფლობს.

მსახიობმა მცირე ზომის ულამაზესი კუნძული 10 წლის წინ ბელიზში დასვენების დროს ნახა და რამდენიმე თვეში 1.75 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

დიკაპრიომ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ გარემოსდაცვით პროექტს აფინასებს, მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ კუნძული მეთევზეთა გადაჭარბებული თევზაობისა და დაბინძურების გამო განადგურების ზღვარზე იდგა. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა შეეძინა კუნძული და აქ ეკომეგობრული კურორტი აეშენებინა.

დღეისათვის კუნძულის ლანდშაფტი ნაწილობრივ აღდგა. დიკაპრიოს გეგმის მიხედვით, კუნძულის სანაპიროზე რკალისებური პლატფორმის ვილები შენდება და ეწყობა ხელოვნური რიფები, სადაც თევზები ცურვას შეძლებენ.

საერთო ჯამში დაგეგმილია 68 ვილისა და 48 სახლის მშენებლობა, რომლებიც მდიდრული და განმარტოებული დასვენებისთვის საუკეთესო იქნება.

აღსანიშნავია, რომ გეგმის მიხედვით სამუშაოები 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო და კურორტი გახსნილიყო, თუმცა პროექტი დროში გაიწელა და საბოლოოდ ის 2020 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება.

ბექა ბერიაშვილი