საქართველოში საბანკო ბარათების რაოდენობა მცირდება

საქართველოში 2019 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო ბარათების რაოდენობა ჯამში,10,5%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 6 694 767 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 7 482 038 ერთეული.

სებ-ის მონაცემებითვე, კონკრეტულად საკრედიტო ბარათების რაოდენობა 118 771 ერთეულით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის ნოემბერში მიმოქცევაში სულ 628 921 საკრედიტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პეროდში, საკრედიტო ბარათების რაოდენობა 747 692 ერთეულს შეადგენდა.

რაც შეეხეება სადებეტო ბარათებს, აქაც კლება დაფიქსირდა. თუ 2018 წლის ნოემბერშიი 6 734 346 სადებეტო ბარათი იყო მომოქცევაში, მიმდინარე წლის ნოემბერში 6 065 846 ერთეული შეადგინა.