მსოფლიოს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, 2019 წლის დასასრულს მსოფლიოს მოსახლეობა 7.75 მილიარდს გაუტოლდება.
ამავე მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან, წლის ბოლომდე მოსახლეობის ზრდა 83 მილიონ ადამიანს შეადგენს.
ფონდის ინფორმაციით, დედამიწის მოსახლეობა ოთხ წელიწადში 8 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. მომავალი 20 წლის განმავლობაში გაორმაგდება აფრიკის მოსახლეობა, ხოლო 2050 წელს დედამიწაზე დაახლოებით 10 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.