შვეიცარიაში ყველაზე მძლავრი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერეს

20 დეკემბერს შვეიცარიაში ყველაზე მძლავრი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერეს.

მიულებერგის ატომური ელექტროსადგური, რომელიც შვეიცარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს 1972 წლიდან ფუნქციონირებს და საათში 130 მილიარდ კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებდა. გამომუშავებული ელექტროენერგია შვეიცარიის დედაქლაქ ბერნის მილიონიანი მოსახლეობისთვის სრულიად საკმარისი იყო.

ატომური ელექტროსადგურის შეჩერების ცერემონია პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მისი დემონტაჟი 2020 წლის იანვრიდან დაიწყება და საბოლოოდ 2034 წელს დასრულდება.

„ეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ატომური ელექტროსადგურის დახურვის შემდეგ ჩვენ შევეცდებით წყლისა და მზის ენერგია უფრო მეტად გამოვიყენოთ და უახლოეს მომავალში სრულიად ვთქვათ უარი ატომურ ენერგიაზე“- განაცხადა შვეიცარიის გარემოს დაცვის მინისტრმა სიმონეტა სომარუგამ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე შვეიცარიაში სულ 4 ატომური ელექტროსადგური ფუნქციონირებდა. შვეიცარიის ხელისუფლება ასევე განიხილავს დანარჩენი 3 სადგურის ეტაპობრივად დახურვის გეგმას.

ბექა ბერიაშვილი