წელს, სამ კვარტალში “ნენსკრა ჰიდრომ” $16 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

„2019 წლის სა­მი­ვე კვარ­ტალ­ში ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ 16 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა“, - ამის შე­სა­ხებ „ნენ­სკრა ჰიდ­რო­დან“ გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში იუ­წყე­ბი­ან, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია მი­მარ­თუ­ლი იყო რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

„ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჭუ­ბე­რი­სა და ნაკ­რას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში, ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.

მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კომ­პა­ნი­ამ მთე­ლი რიგი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის­თვი­საც სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ 2019 წლის სა­მი­ვე კვარ­ტალ­ში 200 ათა­სამ­დე აშშ დო­ლა­რი გა­მოჰ­ყო.

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა: მცი­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

კერ­ძოდ, 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ ისე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­გო­რე­ბი­ცაა: ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჭუ­ბერ­ში, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის გაწ­მენ­დი­თი და ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნაკ­რა­ში, კულ­ტუ­რის სახ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჭუ­ბერ­ში, ინ­გლი­სუ­რის და კომ­პი­უ­ტე­რის კურ­სე­ბი, მძი­მე ტექ­ნი­კის ოპე­რა­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი, მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ა­ში ხელ­შე­წყო­ბა, სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და მცი­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მძი­მე ტექ­ნი­კით მომ­სა­ხუ­რე­ბა და სხვა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცია K-water-ისა და სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად 2015 წელს შე­იქ­მნა. კომ­პა­ნია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე­ე­ბის ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, რომ­ლის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 280 მე­გა­ვა­ტია, ხოლო წლი­უ­რი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა 1’200.00 გვტ.სთ. ძი­რი­თა­დი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზეა და­გეგ­მი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის 2019 წლის სა­მი­ვე კვარტლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ტოპ ინ­ვეს­ტორ­თა ათე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

• აი­დი­ეს ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლო, შპს აი­დი­ეს ბორ­ჯო­მი ბე­ვე­რი­ჯიზ კომ­პა­ნის სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ა­ლი

• შპს მაგ­თი­კო­მი

• სს კორ­პო­რა­ცია ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რი

• სს RMG Copper

• BP ჯგუ­ფი

• შპს ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სია

• შპს აჭარ ენერ­ჯი-2007

• შპს სითი ლოფ­ტი

• შპს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი

• სს ნენ­სკრა ჰიდ­რო