მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, 332 ჯარიმა გამოიწერა.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.
კერძოდ, უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 170 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოვლინდა. მას მოდევს იმერეთი - 135 დარღვევით, ხოლო მე-3 ადგილზე ქვემო ქართლია, სადაც 13 ფაქტი დაფიქსირდა.
ამასთან, უწყების მონაცემებით, ტექინსპექტირების გაუვლელობის 11 შემთხვევაზე გამოიწერა ჯარიმა - კახეთში; თბილისში - 2; ხოლო მცხეთა-მთიანეთში -1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - 274; ხოლო 1-ელ კვარტალში - 1 646 ჯარიმა იყო გამოწერილი.