დავით ნარმანიას განცხადებით, 2020 წლისთვის რაიმე სახის კომუნალური ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არ არის

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2020 წლისთვის რაიმე სახის კომუნალური ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არ არის.

ამასთან, ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის ტარიფების გადაანგარიშება ერთი წლის შემდეგ მოხდება.

მისივე განცხადებით, გრძელდება ტენდენცია, რომ იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, რასაც საჭიროა ადგილობრივი გენერაციის ზრდით ვუპასუხოთ.

„ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, ქვეყანაში იზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. ამიტომ, მეტი ადგილობრივი რესურსის ამოქმედება, მეტი ჰესის მშენებლობაა საჭირო. იმპორტის შემთხვევაში დროთა განმავლობაში ტარიფზე ზეწოლა იზრდება, ამიტომაცაა საჭირო, რომ უარი არ ვთქვათ, განსაკუთრებით უწყინარ ჰესებზე, რომლებიც გარემოზე რაიმე სახის მნიშვნელოვან დამაზიანებელ გავლენას არ ახდენს“, - აღნიშნა ნარმანიამ.