Apple ინტერნეტის თანამგზავრული სისტემის შექმნაზე მუშაობს

კომპანია Apple მუშაობს თანამგზავრულ ტექნოლოგიაზე, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტს მიაწვდის. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, მსგავსი ტექნოლოგიის შექმნაზე კომპანიაში სპეციალურად ამ პროექტისთვის ფორმირებული 10-კაციანი „საიდუმლო ჯგუფი“ მუშაობს. მათ რიცხვში არიან აეროკოსმოსური სფეროს სპეციალისტები და თანამგზავრის ტექნოლოგიების ექსპერტები. მუშაობა ჯერ ადრეულ სტადიაზეა და შესაძლოა, კომპანიამ მასზე უარი თქვას, თუ ის ნაკლებეფექტური გამოდგა. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე რაიმე ტიპის შედეგს სულ ცოტა ხუთი წელი არ უნდა ველოდოთ.

ამ პროექტის მთავარი მიზანია, შეიქმნას ტექნოლოგია, რომელიც თანამგზავრის საშუალებით მიაწვდის ინტერნეტს მომხმარებლებს, პროვაიდერებისა და მობილური ოპერატორების გვერდის ავლით. განათავსებს თუ არა დედამიწის სიახლოვეს კომპანია თანამგზავრებს, ამ ეტაპზე უცნობია. კომპანიაში ამ საკითხზე სააგენტოს კომენტარს არ აძლავენ.

კოკა კვირკველია