ელექტრომობილების ელემენტებში ზღვის წყალს გამოიყენებენ

IBM Research-ის ლაბორატორიაში შეიმუშავეს ელემენტების ახალი ტიპი, რომელშიც არ მოიპოვება მძიმე მეტალები კობალტი და ნიკელი, მათ ნაცვლად გამოყენებულია სპეციალური მასალები, რომელიც მიღებულია ზღვის წყლისგან.

ახლა მიმდინარეობს ახალი აკუმულატორების ტესტირება მათი ოპტიმიზაციისთვის ტრადიციულ ლითიუმ-იონის ელემენტებში. როგორც ირკვევა ეს ელემენტები სხვადასხვა პარამეტრებითაც უკეთესია: უფრო სწრაფად იტენება, მეტი ტევადობა აქვს, ენერგიასაც უფრო მეტხანს ინახავს, მეტად მძლავრია, დაბალია თვითღირებულება და დაბალია აალების რისკი.

IBM-ში არ ამხელენ რა ნივთიერებებმა ჩაანაცვლა მძიმე მეტალები, თუმცა ცნობილია, რომ მათი მიგნება მოხდა „სემანტიკური გამდიდრების“ გზით. სატესტო ელემენტი 80%-ით 5 წუთში დაიტენა, მისმა ენერგოეფექტურობამ კი 90% შეადგინა, ენერგიის შენახვის ტევადობა მის მოცულობასთან შედარებით განსაზღვრულია 800 ვატ-საათით ლიტრზე, ხოლო სიმძლავრე 10 000 ვატი ლიტრზე.

კოკა კვირკველია