„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი - ქუთაისი - ოზურგეთი.
ასევე, მსვლელობიდან მოიხსნება საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 - ხაშური - ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.
25 დეკემბრიდან აღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.