განსაკუთრებით დიდი ოდენობის არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, 17 დასახელების მედიკამენტები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 35286 ლარი შეადგინა, 17 სექტემბერს, კონტროლის ზონაში შემოსული საქართველოს მოქალაქის, მ. გ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანის კარებსა და საბარგულის კედლებში აღმოაჩინეს.

"საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.