BMW ადასტურებს, რომ ამერიკულმა მარეგულირებელმა შეამოწმა

გერმანულმა პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ BMW-მ დაადასტურა, რომ კომპანიაში გამოძიებას ამერიკის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანო (SEC) აწარმოებს.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ SEC-ის წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან“,- განაცხადეს კომპანიაში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ ამის მიზეზი.

მანამდე გაზეთი The Wall Street Journal საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ SEC-მა გამოძიება დაიწყო BMW-ს წინააღმდეგ, კომპანიის მხრიდან ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლის შეგნებულად გაზრდის გამო.

თავად SEC-ს ჯერ აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კოკა კვირკველია