მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.4 პროცენტიანი მატებით, რამაც 3.85 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 4.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

თაია არდოტელი