კომპანია Samsung-ის ახალი ფლაგმანის Galaxy S11-ის პრემიერამდე რამდენიმე თვე დარჩა, თუმცა მისი დიზაინი ინტერნეტში უკვე გამოჩნა. როგორც გამოცემა „ფორბსი“ წერს, სიახლე იქნება ერთგვარი „თამაშის წესების მკარნახებელი“ სმარტფონის ბაზარზე მისი ინოვაციური ტექნოლოგიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თავად ტექნოლოგიის შესახებ ჯერ დეტალები უცნობია, ცნობილი გახდა მისი ვიზუალი, რომელიც ნამდვილად იქცევს ყურადღებას.
პირველ რიგში, აღნიშნვის ღირსია ეკრანი, რომელზეც აქ გავრცელებულ ფოტოში არ ჩანს ფოტოს „წერტილი“ ლინზა, თუმცა მას ის ნამდვილად აქვს. გარდა ამისა, საუბარია, რომ მას ექნება უმაღლესი გარჩევადობის ეკრანი 120Hz და გაუმჯობესებული თითის ანაბეჭდის სისტემა. რაც შეეხება კამერას, წინასწარი ინფორმაციით, ეს იქნება 5x ოპტიკური ზუმის მქონე უმაღლესი ხარისხის კამერა და მეტად გამძლე და ტევადი ელემენტი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ის სტანდარტულად გამოვა 5G ქსელის მხარდაჭერით.
სმარტოფნის წარმოება 2020 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მოხდება.