2 წლის განმავლობაში Flyhelp-ის დახმარებით, 3 ათასმა მგზავრმა 3 მილიონ ლარზე მეტი ფრენის კომპენსაცია დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას Flyhelp ავრცელებს.
ამ ეტაპზე ავიაკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში 4 დავა მიმდინარეობს. 20-ზე მეტი დავა მედიაციის საბჭოშია გასაჩივრებული. ავიაკომპანიებმა კი 700-ზე მეტი საჩივარი დააკმაყოფილეს.
ცნობისთვის, ორგანიზაცია Flyhelp 2017 წლიდან ავიამგზავრების უფლებებს იცავს. Flyhelp.ge მგზავრებს რეისის დაგვიანების, გაუქმების, გადაჯავშვნის და ბარგის დაზიანების შემთხვევაში, კომპენსაციის მიღებაში ეხმარება.