ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
მათივე ინფორმაციით, მოთხოვნამ შეადგინა 181 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.300 პროცენტით, მაქსიმალური 9.430 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.418 პროცენტით განისაზღვრა.
„კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.