ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ, “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ”, 17 დეკემბერს 84 თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც თავად თანამშრომლები აცხადებენ, გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან მათ 11 თვის განმავლობაში არ აუღიათ კუთვნილ ხელფასი, რის გამოც გამოთქვეს პროტესტი და სამუშაოდ არ გამოცხადნენ.
მათივე ინფორმაციით, ამის გამო კომპანიამ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.
აღნიშნულის გამო, კომპანიის თანამშრომლები ხვალ, 25 დეკემბერს, 13:00 საათზე დედოფლისწყაროს (კახეთი) გამგეობის წინ აქციას გამართავენ.
„ბიზნესპრენიუსი“ კომპანია „ფრონტერასგან“ მომხდარის შესახებ განმარტების მიღებას ამ დრომდე ცდილობს. მათ პოზიციას პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.