ხარაგაული-ძირულას გადასარბენზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს შეფერხებით მოძრაობდა რამდენიმე სამგზავრო მატარებელი

ხარაგაული-ძირულას გადასარბენზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 24 დეკემბერს შეფერხებით მოძრაობდა რამდენიმე სამგზავრო მატარებელი.

ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზიდან“ იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, გუშინ შეფერხებით მოძრაობდნენ შემდეგი მატარებლები: № 678 თბილისი - ქუთაისი; №804 თბილისი-ბათუმი; №874 თბილისი-ფოთი; №801 ბათუმი -თბილისი; №871 ფოთი-თბილისი და №869 ზუგდიდი-თბილისი.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო.