ყველაზე პოპულარული სმარტფონები ცნობილია

სმარტფონი iPhone XR, რომელსაც ამერიკული კომპანია Apple აწარმოებს, 2019 წლის მესამე კვარტალში ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა. აღნიშნულ შეფასებას ანალიტიკური კომპანია Counterpoint Research ავრცელებს.

როგორც ამ კომპანიის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, საანგარიშო პერიოდში, სმარტფონების გაყიდვების საერთო მოცულობიდან 3% მოდის მოდელზე iPhone XR. მეორე ადგილზე გაყიდვების მიხედვით გავიდა - Samsung Galaxy A10 2,6%-იანი წილით, ხოლო მესამეზეა - Samsung Galaxy A50 1,9%-ით. ამის შემდეგ მოდის A9 ჩინური ბრენდისგან Oppo და iPhone 11 Apple-ისგან. ორივე შემთხვევაში მათი წილი 1,6-1,6%-ია.

როგორც Counterpoint Research-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, სმარტფონები iPhone XR გაყიდვების ლიდერები იყვნენ 2018 წლის მეოთხე კვარტლიდან მოყოლებული. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია კომპანიისგან Apple.

Counterpoint Research-ის მონაცემებით, გლობალური გაყიდვების 17% მოვიდა ყველაზე პოპულარულ 10 მოდელზე.

კოკა კვირკველია