Forbes-მა ათწლეულის ყველაზე მდიდარი მუსიკოსები დაასახელა

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ათწლეულის ყველაზე მდიდარი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ათეულს ლიდერობს რეპერი Dr. Dre, რომელსაც მილიონობით ქონება მუსიკიდან ნამდვილად არ მიუღია, მისი ბოლო ალბომი 2015 წლით თარიღდება, თუმცა ის გახლდათ ცნობილი ბრენდის Beats Electronics-ის 20%-ის მფლობელი. ეს კომპანია 2014 წელს Apple-მა შეიძინა. რეპერის ქონება 950 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მეორე ადგილზეა ტაილორ სვიფტი. მომღერალი, რომლის შემოსავლების მეტი წილი ნამდვილად მუსიკას უკავშირდება, ძალიან წარმატებულია. მის ქონებას გამოცემა 825 მილიონად აფასებს.

მესამე პოზიციაზეა 685 მილიონის ქონებით კიდევ ერთი ქალი მომღერალი, ბიონსე.

Forbes-ის რეიტინგის Top-10 ასე გამოიყურება:

  • Dr. Dre - 950 მილიონი
  • ტაილორ სვიფტი - 825 მილიონი
  • ბიონსე - 685 მილიონი
  • U2 - 675 მილიონი
  • Diddy – 605 მილიონი
  • ელტონ ჯონი - 565 მილიონი
  • Jay-Z – 560 მილიონი
  • პოლ მაკარტნი - 535 მილიონი
  • კეტი პერი - 535 მილიონი
  • ლედი გაგა - 500 მილიონი
კოკა კვირკველია