2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, 15 კომერციული ბანკის მთლიანმა აქტივებმა 46.5 მლრდ ლარი შეადგინა

2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, 15 კომერციული ბანკის მთლიანმა აქტივებმა 46.5 მლრდ ლარი შეადგინა.

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

„ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 140.4 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით) და 2019 წლის პირველი დეკემბრისათვის 46.5 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.0 პროცენტია,“ - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.