სამეგრელოში 19 000 ღერი უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 25 დეკემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში არსებული ტყის მასივში გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 19 000 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის მიხედვით, შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი, ხოლო სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი ჩამოერთვათ.