ტირალას პარკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმის მერიამ დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გააუქმა. უწყებამ აღნიშნულის თაობაზე, სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები. წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
ბათუმის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს",- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მტირალას პარკთან მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.