ირანში, საპროტესტო აქციების მოლოდინში, ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა

ირანში საპროტესტო აქციების მორიგ ტალღას ელოდებიან. მედიის ცნობით, ხელისუფლებამ რამდენიმე დიდ პროვინციაში ინტერნეტი გათიშა. მათი ცნობით, შესაძლოა, ინტერნეტზე წვდომა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდოს.

შეგახსენებთ, გასულ თვეში, ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა. სამთვრობო ძალებმა დემონსტრაციების დარბევის დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

ირანის ხელისუფლებამ მომხდარში „უცხო ქვეყნის ძალები“ დაადანაშაულა.