თანამედროვე ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, დღიური თითქმის, ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის აუცილებელ აქსესუარად იქცა. იმისთვის, რომ ყოველდღიური რუტინა სწორად მართოთ და დრო ეფექტურად გადაანაწილოთ, კომფორტული, ჩანთით სატარებელი, ან უბრალოდ სამუშაო მაგიდის განუყრელი მეგობარი - სასურველი ფერის საქმიანი დღიური საუკეთესო გამოსავლია.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთელი დღის განმავლობაში მუშაობა ადამიანის შრომისუნარიანობის ტემპს ანელებს და გონების დატვირთვას იწვევს, იდეალური სარელაქსაციო საშუალება ამ დროს,ფსიქოლოგების რჩევით, ხატვა და გაფერადებაა, რომელიც საქმიანი დღიურის ფურცლებშივე არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, ყოველი ახალი გვერდი ახალი მიზნის დასახვაში, განხორციელებაში სამოტივაციო ისტორიითა და თავგასავლით, ან უბრალოდ ერთი გამონათქვამითაც კი მეტ ენერგიას შეგმატებთ, სამუშაო განწყობას აგიმაღლებთ და თქვენი მიზნების განხორციელებისკენ კიდევ ერთ სწორად გადასადგამ ნაბიჯში შემოგეშველებათ.
საქმიანი დღიური საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი ადამიანის. თუკი ჯერ კიდევ საჩუქრის შერჩევის პროცესში ხართ, შეგიძლიათ, არჩევანი სწორად ამ ნივთზე გააკეთოთ. მისი გარეკანი მყარი, სადა და ელეგანტურია, რაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანზე არის მორგებული. მასში შეტანილია ცნობილი ადამიანების, ბიზნესპერსონების, მწერლებისა და სპორტსმენების მამოტოვირებელი ციტატები, რომლებსაც გარდატეხის მოხდენა შეუძლია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
თქვენ კი, ისღა დაგრჩენიათ, მიაშუროთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელს და მარაგის ამოწურვამდე მოიმარაგოთ საკუთარი თავისთვის და საქმიანი მეგობრებისთვის წლის ყველაზე მთავარი აქსესუარი საქმიანი დღიურის სახით.
კორპორატიული შეთავაზებისათვის, დაუკავშირდით გამომცემლობა "პალიტრა L-ს" ნომერზე - (+995) 032 2383871 ან (+995) 595999972 ან მისწერეთ მეილზე: book@palitra.ge