ეგვიპტელმა დიზაინერმა ჰანი ელ ბაჰარიმ მის საიუბილეო მეასე მოდის ჩვენებაზე მსოფლიოში ყველაზე ძირადღირებული საქორწილო კაბა წარმოადგინა. კაბა შეფასებულია 15 მილიონ დოლარად. აღნიშნული კაბა ჩვენებაზე ემოსა ახალგაზრდა ეგვიპტელ მოდელს მაი ომარს.
ეგვიპტელი დიზაინერის მიერ შექმნილი კაბა დიდი რაოდენობით ბრილიანტის ქვებითაა მორთული. ელ ბაჰარისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მილიონიანი კაბა წარმოადგინა. 2017 წელს მან 5 მილიონ დოლარიანი საქორწილო კაბა გამოიტანა ჩვენებაზე. ახლანდელით კი არსებული რეკორდი მოხსნა, რომელიც 2006 წელს დაამყარა რენე სტრაუსმა იუველირ მარტინ კაცთან თანამშრომლობით შექმნილი კაბით, რომელიც 12 მილიონი დოლარი ღირდა და მორთული იყო 150-კარატიანი ბრილიანტებით.