ჰოლანდია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ნახშირორჟანგის 25%-ით შემცირების შესახებ კანონი მიიღო. ამ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰოლანდიის უზენაესმა სასამართლომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფა 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით უნდა შემცირდეს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კლიმატის დაცველებმა ისტორიული დღე უწოდეს.
„ჩვენ მივესალმებით ჰოლანდიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიბაძაბენ“,- განაცხადა ჰოლანდიის გარემოსდამცველთა ჯგუფის Urgneda-ს ერთ-ერთმა ლიდერმა დამიენ რაუმ.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდია უკვე წლებია ცდილობს კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას. დღესდღეობით მათ 1990 წელთან შედარებით ნახშირორჟანგის გამოყოფა 15%-ით შეამცირეს, ახალი კანონი კი ამ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.